logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
- +

30 მაისი. 2023. 23:00

 

"საღამოს 8 საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი , რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა.ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში", - ამის შესახებ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენა გაიმართა, რომელიც ევრორეკომენდაციების შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას ეხება.

მაია ბითაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დღეს სხდომათა დარბაზში ისტერია, პერფორმანსი და ქილიკი იხილეს, იმის შესახებ, რომ უმრავლესობას ევროკავშირში არ სურს .

საღამოს 8 საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების 2 ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი , რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა. დღეს ჩვენ დარბაზში ჩვენი ოპოზიციონერებისგან ვიხილეთ ისტერიკა, პერფორმანსი, დროშების გადმოკიდება და ქილიკი იმაზე, რომ თურმე ჩვენ ევროკავშირში არ გვინდა. არცერთი არ არის დარბაზში. სამაგიეროდ არის მათ მიერ მიტოვებული და დამახინჯებულად დაკიდებული დროშები და სავარაუდოდ ახლა ემზადებიან რა მოიგონონ ხვალ დილისთვის ისეთი, რომ ქვეყანა დააზიანონ და კიდევ მოცხონ ჩირქი ზოგადად საქართველოს“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner