„მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ამაყია, რომ ქვეყანას ასეთი ძლიერი და პროფესიონალი პოლიციელები ჰყავს: „მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.