logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პაატა დავითაია თავად ლეღვის ფოთოლია
- +

4 სექტემბერი. 2016. 20:39



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით,  პაატა დავითაია, როდესაც სომხეთთან მიმართებაში საუბრობს, ანალიზს არ აკეთებს, თუ რა სჭირდება საქართველოს.


„ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია ოკუპირებული აფხაზეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის გამო, მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს და აცხადებს, რომ ნუ ეფარებიან ისინი „ლეღვის ფოთლებივით" სარგსიანს და დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი.


ვოლსკის განცხადებით,  ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური სიბეცე და „ლეღვის ფოთოლის" ხსენება ისეთი ადამიანებისგან, ვინც „თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ნამდვილად „ნაცმოძრაობის" ლეღვის ფოთოლს წარმოადგენდა".

 

„პაატა დავითაია თავად ლეღვის ფოთოლია და ამას რომ ამბობს, ანალიზს არ აკეთებს, რა სჭირდება პატარა საქართველოს - სჭირდება თუ არა მეზობელ ქვეყანასთან ვითარების დაძაბვა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ, მაშინ როდესაც არ ვიცით, რა შინაარსის, როგორი შეხვედრა იყო.

 

ვფიქრობ, კვირიკაშვილი გაცილებით უფრო დინჯი, გაწონასწორებული და ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც ზრუნავს თავისი ქვეყნის სტაბილურობისთვის და არ დაუშვებს, შევიდეს ისეთ კონფლიქტში, რომელიც ქვეყანას დააზარალებს",- აღნიშნა ვოლსკიმ.


შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტსა და სომხეთის პირველ პირს შორის შეხვედრა შედგა.


საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა, რადგან სომხეთი ყოველთვის ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner