logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა
- +

31 მაისი. 2023. 13:46

 

 

„2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ჰქონდეს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს საფრთხეებს. ამისთვის არსებობს უსაფრთხოების სამსახურები, უსაფრთხოების პოლიტიკა და ა.შ. ჩვენ ვართ უმძიმეს რეგიონში, ასეთ დროს მუდმივად არის რისკები, რაც ვერ მოხერხდა სამი სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, გამომდინარე იქიდან, რომ დაშვებული იყო შეცდომები. სწორად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ მოხდებოდა. ყველამ კარგად ვიცით, რა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა მაშინ სააკაშვილი, მათ შორის მაშინ, როდესაც აღადგინა სამხრეთ ოსეთის საზღვრები. 90-იანი წლების დასაწყისში კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული, რასაც აღიარებდა მაშინ ყველა, და საზოგადოებაც არ იყო მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის. ასეთი უმძიმესი შედეგები არ დამდგარა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მაშინდელი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო კატასტროფული შეცდომები კონკრეტული ადამიანების მხრიდან. 2008 წელზე საერთოდ არ მინდა საუბარი, უმძიმეს ავანტიურაზე წავიდა მაშინ სააკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოეწერა რეზოლუციას, სადაც მითითებული აქვს, რომ მან დაიწყო ომი ცხინვალში. თვითონ მოაწერა ამას ხელი“, - ამბობს კობახიძე.

 

მისივე თქმით, რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა.

 

უსაფრთხოების დაცვა გჭირდება არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პირველ რიგში პრობლემური მეზობლებისგან. სწორედ ამაზეა საუბარი - უნდა გქონდეს სწორი პოლიტიკა. 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. პირიქითაც გეტყვით, დღეს რომ „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ. 7 აგვისტოს რა მოხდა, არ მინდა შევიდე ამ დეტალებში. არის ორი სუბიექტი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი მოწერილი რეზოლუციაზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი; მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დღეს მიდის ბრიუსელში, ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მე არ შევდივარ ამის განხილვაში“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner