logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფართოვდება
- +

31 მაისი. 2023. 14:57

 

 

60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ კერძო სპორტული ობიექტებით სარგებლობა პროგრამაში ჩართულ პირებს სრულად დაუფინანსდებათ.

 

შარშან დავიწყეთ პროგრამასპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, რაც საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას გულისხმობდა. ეს პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება.

 

პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პროგრამით გათვალისწინებული პირობებით მიიღებენ შესაბამის მომსახურებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ის მულტიფუნქციური ცენტრებიც, რომლებიც დიდ დიღომსა და ვარკეთილში აშენდება.

 

დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დამთავრდება. აღნიშნულ პროგრამაში ეს ცენტრებიც ჩაერთვება. აქაც უფროსი თაობისთვის გამოყოფილი იქნება დრო, როცა ისარგებლებენ არსებული სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner