logo_geo
eng_logo
4 სექტემბერს ფესტივალ „ღამის სერენადების“ დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართება
- +

3 სექტემბერი. 2016. 20:43


 

4 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები" დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.


ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

 

ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე,  მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები", რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა. სოლისტები: ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, სერგეი ბაბაიანი - ფორტეპიანო (აშშ), იქტორ ტრეტიაკოვი - ვიოლინო (რუსეთი), ნატალია ლიხოპოი  - ვიოლინო (რუსეთი), აიმან მუსახაჯაევა - ვიოლინო (ყაზახეთი), ვლადიმერ ტარასოვი - დრამერი (ლიტვა); დირიჟორი - ლიანა ისაკაძე, ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

კონცერტებზე  რახმანინოვის, ბახის, ჩაიკოვსკი-ცინცაძის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები შესრულდება.


საერთაშორისო ფესტივალიღამის სერენადები" წელს მასშტაბური პროექტის  „Check in Georgia" ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ტარდება.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.


საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, აფხაზეთში  დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში წარმატებით ტარდებოდა. 18 წლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალი 2009 წელს აღდგა.  წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რის გამოც,  2014 წლიდან, პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა. 2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლი-ორკესტრი „ვირტუოზები". ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა" საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში გამართეს.  ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები" დაკომპლექტებულია მუსიკოსებით საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი).

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner