logo_geo
eng_logo
დედაქალაქის მერმა ივერთუბანში მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
- +

31 მაისი. 2023. 17:24

 

 

 

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ივერთუბანში, ცხრა ძმა ხერხეულიძის  ქუჩის მიმდებარედ 6400 კვ. მ ფართობზე სკვერი მოაწყო.

 

ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

 

ივერთუბანში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის პროექტი განვახორციელეთ. ჯერ კიდევ არჩევნების დროს ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე, რომელიც ფაქტობრივად ჭაობი იყო, მთლიანად მოწესრიგდებოდა და სკვერს მოვაწყობდით. დღეს სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ბოძები NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა

 

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან შვიდი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და პარტნიორი ქვეყნების მოწვეული სტუმრები.

 

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს.

 

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC თავდაცვის ძალების ტაქტიკური დონის ქვედანაყოფებს კოლექტიური წვრთნებისა და შეფასებისათვის, საველე, სიმულაციური და ვირტუალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართულნი არიან NATOს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და დანიის წარმომადგენლები შედიან, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში სამი ცენტრია: საბრძოლო მომზადების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრი.

 

სანათებით, საბავშვო ზონა ატრაქციონებით. ასევე მომიჯნავე ტერიტორიაზე ვაპირებთ სპორტული მოედნის პროექტის განხორციელებას. აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ძალიან მალე გადმოგვეცემა და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ტერიტორიაზე მოეწყო სადრენაჟე სისტემები, აშენდა საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი, დაირგო 753 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესა ბალახი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner