InterPressNews.Ge-ს ინფორმაციით ქართულმა მხარემ აფხაზეთთან ტყვეები გაცვალა. ტყვეთა გაცვლა ენგურის ხიდზე მოხდა.
"ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთს 4 პირი გადასცა, ხოლო აფხაზებმა ქართულ მხარეს 8 ტყვე გადმოსცეს.
ენგურის ხიდთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იმყოფებოდნენ.