logo_geo
eng_logo
გერმანიის მთავრობა: საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან
- +

1 ივნისი. 2023. 01:52

 

 

 


გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.

30 მაისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საკუთარ საზღვრებს მიღმა.

მას [უკრაინას] აქვს ამის ლეგიტიმური უფლება. რა თქმა უნდა, საკუთარ საზღვრებში, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საკუთარ საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინაში“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner