logo_geo
eng_logo
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სამართლებრივი ზომები შეიძლება მიიღონ პოლონეთში მიღებული ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელმაც ცალკეულ პირებს საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება შეიძლება ჩამოართვას
- +

31 მაისი. 2023. 20:04

 

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სამართლებრივი ზომები შეიძლება მიიღონ პოლონეთში მიღებული ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელმაც ცალკეულ პირებს საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება შეიძლება ჩამოართვას.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ მოვერიდებით დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებისამებრ, როდესაც დავინახავთ, რომ არსებობს სივრცე და საჭიროება ასეთი ქმედებებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვამ.

პოლონეთის მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღეს, რომელიც ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონს ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის შესახებ. ახალი კომისია გამოიძიებს 2007-2022 წლების პერიოდს და უფლებამოსილება ექნება, აუკრძალოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ პირებს დაიკავონ თანამდებობა, სადაც ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან საჯარო სახსრებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ახალი კანონმდებლობის სამიზნე ოპოზიცია შეიძლება გახდეს.

„აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია პოლონეთის მთავრობის მიერ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული პოლონეთის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ჩარევისთვის. ჩვენ ვიზიარებთ მრავალი დამკვირვებლის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რომ კანონი, რომელიც რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს, შესაძლოა, იყოს გამოყენებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კანდიდატურების ბლოკირებისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე“, - აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner