logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- +

31 მაისი. 2023. 20:08

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახუირ ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მისი მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა განახორციელონ.

„როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის არსებულ ჩანაწერთან.

კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე იმ საბჭოების დაზუსტებას, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner