logo_geo
eng_logo
მაკრონი: უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს
- +

1 ივნისი. 2023. 01:21

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს.

ბრატისლავაში გამართულ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იცავს ევროპას, არამედ იმიტომაც, რომ ის ძალიან კარგად არის აღჭურვილი.

თუ ჩვენ გვსურს მდგრადი მშვიდობა და გვსურს ვიყოთ სანდო უკრაინის მიმართ, ჩვენ ის უნდა ჩავრთოთ უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - აღნიშნა მაკრონმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner