პარლამენტის კულტურის კომიტეტი კულტურის დიპლომატიის კონცეფციაზე მუშაობას იწყებს. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით დღეს კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
„ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვა კულტურის დიპლომატიასთან დაკავშირებით, რომლის კონცეფციაზეც კულტურის კომიტეტი მუშაობას იწყებს“,- განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაში პარლამენტის წევრების გარდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.