მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-იანი ზრდა არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმად, 2023 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა, წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.3%-ით განისაზღვრა.
„საქართველო აგრძელებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიუხედავად იმ მძიმე ფონისა, რაც რეგიონში არის. მშვიდობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, კერძო სექტორის მხარდაჭერაზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა თავის შედეგს აჩვენებს. მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-იანი ზრდა არის ძალიან კარგი მაჩვენებელი“, - განაცხადა დუნდუამ.