სამწუხაროდ, პოლიციელების მხრიდან არის გადაცდომის შემთხვევები, მაგრამ ერთ შემთხვევასაც ვერავინ გვეტყვის, რომ ვინმეს ხელი დავაფარეთ როდესაც მიზანმიმართულად პოლიციელი დანაშაულის ჩადის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს გენერალური ინსპექცია, რომელიც პოლიციელების მხრიდან გადაცდომის შემთხვევებს სწავლობს. ასევე არის პროკურატურა, სახელმწიფო ინსპექტორი, აკვირდებიან ყველაფერს და თუ დანაშაული ჩაიდინა ის ადამიანი პასუხს აგებს.
თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლიციელი დაცული იყოს. არ შეიძლება პოლიციელს ყველაფერი გაუკეთო: საღებავი შეასხა, კვერცხები ესროლო, ფქვილი დააყარო და შენ, მოქალაქე არ დაისაჯო და პოლიციელი, თუნდაც პატარა გადაცდომაზეც პირველ რიგში დავსაჯოთ. თუ პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა ის პასუხს აგებს, თუმცა უსამართლოდ, არცერთ პოლიციელს არავის დავაჩაგვრინებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პოლიციელი უსამართლოდ არ დაიჩაგროს“, - აღნიშნა მინისტრმა.