"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. მე პირადად რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი - რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა, როდესაც მართალი ხარ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ჩვენი პოლიციელების ღირსების შელახვის; საღებავების თავზე დასხმა, ფქვილის შეყრა, კვერცხების სროლა, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარ ვსაუბრობ. ამ მხრივ ადმინისტრაციული სასჯელი გავამკაცრეთ, რასაც მოყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი ჩვენი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანოების მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ადმინისტრაციული კოდექსი გვაქვს ჩვენ ამ კუთხით შედარებით ყველა ევროპულ ქვეყანასთან. 15 დღეა მაქსიმუმ [პატიმრობა] განმეორებითზე, თუ ადამიანმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაემორჩილა. 10-ჯერ უფრო მძიმეა სასჯელი ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში - თვეებია პატიმრობა. ჯარიმის გადასახადიც ჩვენთან თუა პირობითად 2000 ლარი, იქ, სხვადასხვა შტატში არის 30000 დოლარი. ძალიან ძნელია, როდესაც პოლიციელი თვითონ არ არის დაცული და ამ დროს სხვა უნდა დაიცვას. [ამიტომ] გავამკაცრეთ ჩვენს ეს კანონი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ პოლიციელები. მე პირადად რიგითიდან დავიწყე, თითქმის ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს და ვიცი - რა არის ხელმძღვანელობის, მინისტრის გვერდში დგომა, როდესაც მართალი ხარ“, - განაცხადა მინისტრმა.