logo_geo
eng_logo
გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ლუცია პუტრიხს შეხვდა
- +

1 ივნისი. 2023. 10:05

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ფედერაციისა და ევროპის საკითხებში ლუცია პუტრიხს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად და იმ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს მას ამ მიმართულებით. ითქვა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების გზაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner