„ევროკავშირის იმპერია ინგრევა“, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანულ „The Telegraph“-ში გამოქვეყნდა.
ავტორის თქმით, ერდოღანის ხელახალი არჩევა ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ბრიუსელს რაიმე გეოპოლიტიკური გავლენა აქვს.
„ევროკავშირის სანდოობა უკრაინის კრიზისზე მისი არადამაჯერებელი პასუხის გამო უკვე მოექცა ინტენსიური შემოწმების ქვეშ. ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს შორის განხეთქილებაა - გერმანია, საფრანგეთი და იტალია
ცდილობენ მოსკოვის მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული პოზიციის დამკვიდრებას, მაშინ, როცა განვითარებადი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად პოლონეთი ამტკიცებს, რომ კონტინენტის გრძელვადიანი უსაფრთხოება საჭიროებს უკრაინის ფრონტზე რუსეთის ყოვლისმომცველ და ცალსახა მარცხს.
ევროკავშირს ვეღარ ექნება ორაზროვანი მიდგომა ანკარასთან მიმართებაში. ერთი მხრივ, ევროპა ქრთამს სთავაზობს ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, მეორე მხრივ კი გმობს თურქეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო“, -ნათქვამია სტატიაში.
https://www.telegraph.co.uk/news/2023/05/29/the-eu-empire-is-crumbling/