„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე მოსახლეობას მოუწოდებს საპარლამენტო არჩევნებზე სწორ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ოცნების სიაში ნაციონალები არიან, ნაციონალების სიაშიც ნაციონალები არიან, ბურჭლაძის სიაშიც ნაციონალები არიან, გავაგრძელო?..
მიეცით ხმა მათ და ასე დაბრუნდებიან უმრავლესობით ნაციონალები.
არ გაანძრიოთ ტვინი.
აი ხოცვა-ჟლეტა მერე ნახეთ!"- წერს ბაკურაძე.