logo_geo
eng_logo
გიორგი არველაძე ქართულ პოლიციას: ძაღლობად დარჩებით
- +

1 ივნისი. 2023. 11:03

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

არველაძის განცხადებით, ის პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს, შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

 

„პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ.

 

იმიტომ, რომ პოლიცია აღარ ხართ. ხართ ძაღლობა. ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის.

 

ხო, სანამ რუსი ბორენკას ხელის ბიჭები ხართ, ძაღლობად დარჩებით!“ - წერს არველაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner