logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ვერც ომის დროს „მოკლენ“ ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“
- +

1 ივნისი. 2023. 13:24

 

 

„პოლიციელებს ერთი „გისოსებიდან“, ხოლო მეორე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფს. რუსი გენერლების მძღოლებს, ლაქიებსა და ოფიციანტებს, ისევე, როგორც 2008 წელს, გამბედაობის ის ერთი ადგილი მხოლოდ გაუკუღმართებული სიამოვნების მისაღებად გააჩნიათ. ვერც ომის დროს ვერ „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები, ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი, და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

იგი ეხმაურება გიორგი არველაძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ხოლო არველაძე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფენ პოლიციელებს, მაგრამ არც ერთს ჰყოფნის გამბედაობა, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“.

 

„ერთი უცნაური ნაკლი მაქვს - არ ვიგინები. მით უმეტეს, ვინმეს დედის მისამართით. რამეთუ არც ერთი დედა არაა დაზღვეული დეგენერატი შვილისგან. ჯეელობისას არარაობად პატარა საყვარელი არსების ჩამოყალიბებას ხომ არა მარტო დედის, არამედ მამის გენეტიკაც უწყობს ხელს. მამის გინება კი უფრო მისაღები იქნებოდა მათ წრეში, მაგრამ ამასაც ვერ ვიკადრებ. რა თქმა უნდა, ამ არარაობას ქმნის გარემოც.

 

მე ძაღლების მეპატრონე ვარ და სურათზე გამოსახულებზე ვერც ერთ მათგანს ვერ გავცვლიდი. პოლიციელებს ერთი „გისოსებიდან“, ხოლო მეორე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფს. რუსი გენერლების მძღოლებს, ლაქიებსა და ოფიციანტებს, ისევე, როგორც 2008 წელს, გამბედაობის ის ერთი ადგილი მხოლოდ გაუკუღმართებული სიამოვნების მისაღებად გააჩნიათ. ვერც ომის დროს ვერ „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები, ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი, და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner