logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
- +

1 ივნისი. 2023. 14:18

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

 

დღის განმავლობაში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ პირველ ივნისთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გასართობი კომპლექსის ატრაქციონებით ისარგებლონ.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner