logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: საქართველოსთვის გაიხსნება ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არჩევანი გააკეთოს
- +

1 ივნისი. 2023. 15:46

 

 

„საქართველოსთვის გაიხსნება ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არჩევანი გააკეთოს“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

 

„საქართველოსთვის გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არამედ მკაფიო არჩევანი გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მომავალი დაფუძნებული იქნება ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, პროგრესზე, ეკონომიკასა და სოციალურ განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს საქართველოში, პრეზიდენტისგან მივიღე მიწვევა და ვნახოთ, როდის იქნება ეს შესაძლებელი“, - აცხადებს შარლ მიშელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner