საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში რიგით მე-3 მინისტერიალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი ვირჯილ დანიელ პოპესკუ, უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების დარგში პეტერ შტარაი და სხვა მიწვეული სტუმრები.
მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა „მწვანე ენერგიის“ გაცვლისა და ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მეორე მინისტერიალის ფარგლებში დასმული საკითხები და აღნიშნეს ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბების აუცილებლობა შავი ზღვის პროექტის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
მხარეები მიესალმნენ ბულგარეთის სურვილს, შეუერთდეს „მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას.
შემდგომი მინისტერიალი დაიგეგმა ივლისის ბოლოს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.