logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ლაჩარმა სააკაშვილმა მყინვარწვერზე რუსული დროშა ააფრიალა, სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავზე „ნაცმოძრაობა“ ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს
- +

1 ივნისი. 2023. 17:50

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივი“-ს ვიდეოდან ნაწყვეტს და აღნიშნავს, რომ „ეს ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლაჩარმა სააკაშვილმა მყინვარწვერზე რუსული დროშა ააფრიალა.“

 

როგორც აბაშიძე წერს, სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავზე „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს, რაც ნაცსექტის ბუნებრივი მდგომარეობაა.

 

„ეს ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლაჩარმა სააკაშვილმა მყინვარწვერზე რუსული დროშა ააფრიალა. თანმხლები პირია პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი.

 

სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავზე ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს. ეს ნაცსექტის ბუნებრივი მდგომარეობაა“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner