„LGBTQI+ უფლებები ადამიანის უფლებებია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა LGBTQI+ სიამაყის თვესთან დაკავშირებით
„ამ თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით LGBTQI+ უფლებებზე სასტიკი თავდასხმების ფონზე, ჩვენ პატივს ვცემთ LGBTQI+ ამერიკელებს, რომლებიც ულმობლად და უკომპრომისოდ იბრძვიან თავისუფლებისა და თანასწორობისთვის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მათი უფლებები ადამიანის უფლებებია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.