გელით ნატოში - უკრაინას 15 წლის წინ ვუთხარით, თუმცა ნაცრისფერი ზონის პოლიტიკა გრძელდება და შედეგიც ნათლად დავინახეთ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ნორვეგიაში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ ეს ვიხილეთ 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში, გასულ წელს კი - ეს ისევ თავიდან დაიწყო. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, უკრაინას მკაფიო მიმართულება მივცეთ“, - განაცხადა ცაჰკნამ.