ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეაჩერებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ მოსკოვს არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოების საკითხზე“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
"ჩვენ წინ მივდივართ, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.