logo_geo
eng_logo
გორის მუნიციპალიტეტში ქარის 6 ტურბინა მონტაჟდება
- +

3 სექტემბერი. 2016. 21:45



პარალელურად ქარის ტურბინების დასამონტაჟებლად, სხვა ადგილების მოძიებაც მიმდინარეობს. ეს საპილოტე პროგრამაა, რომლის ტესტირებაც თვის ბოლოდან დაიწყება.


მამუკა კობახიძე: „29 სექტემბრისთვის სრულიად დასრულდება სარემონტო სამუშაოები. უკვე ოქტომბრის თვის პირველ ნახევარში დავიწყებთ ელექტროენერგიის გამომუშავებას ტესტირების რეჟიმში, რომელსაც მივაწვდით საქართველოს ელექტრო სისტემას და ტესტირების ეტაპი დასრულდება ნოემბრის ბოლოსთვის, ხოლო ექსპლუატაციის კუთხით დეკემბერში შევა სრულად ექპლუატაციაში და მოხდება ელექტროენერგიის გამომუშავება.


გორის მუნიციპალიტეტში ტურბინები სახელმწიფო სახსრებით შენდება. 24 მლნ იბიარდის სესხია დამატებითი 6 მლნ კი ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ანავთობისა და გაზის კორპორაციის სახსრებია. გორის პარალელურად ქარის პოტენციალის შესწავლა სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს. მათ შორის ზესტაფონში, ფოთში, საჩხერეში, რუსთავსა და სამგორში.


კახი კალაძე: ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, ჩემს გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და ბავშვივით მიხარია, რომ ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას. თუმცა, ჩანაცვლება ერთი პროექტით, მაგ. ქარის პროექტით შეუძლებელი იქნება თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება, ასევე თბოელექტროსადგურებით შეუძლებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურების ჩანაცვლება. ეს ყველაფერი ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესოა და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტილკულ და ეკონომიკურ განვითარებას."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner