logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასთან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება
- +

10 მარტი. 2016. 17:45



ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.


მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებენ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.


უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.


წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.


არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;


კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;


ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანასთან - დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასთან სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner