logo_geo
eng_logo
შსს-მ კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ნახატების კონკურსი გამოაცხადა
- +

2 ივნისი. 2023. 15:36

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ნახატების კონკურსი გამოაცხადა.

 

ნახატების კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:

 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 12-დან 18 წლამდე;
  • საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას;
  • გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ნახატის სათაური და მისი მოკლე აღწერა;
  • კონკურსის ვადის დასრულების შემდგომ, ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო;
  • თემასთან და მითითებულ პირობებთან არსებითად შეუსაბამო, უცენზურო, დისკრიმინაციული, ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები, ასევე, ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება ზოგადმორალურ და ეთიკურ პრინციპებს, არ მიიღება;
  • თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნახატი;
  • ნახატის შესრულების ტექნიკა და ზომა შეზღუდული არ არის (არ მიიღება ელექტრონულ მოწყობილობაში შექმნილი ნამუშევარი);
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ნახატი, ინტერნეტში მოძიებული ნახატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
  • წარმოდგენილ ნახატზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, წამოაყენონ რაიმე სახის (ქონებრივ, არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული) პრეტენზია გამოქვეყნებულ ნახატთან დაკავშირებით;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას და სამინისტროს გადასცემს უფლებას, მის მიერ გადმოგზავნილი ნახატი შემდგომში გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ;
  • გაცნობებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს;
  • საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

 

კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სოფიო ჩოხელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - 551 740 007 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge

 

კონკურსის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

 

  • რამდენად პასუხობს ნამუშევარი კონკურსის თემატიკას;
  • რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია ნაშრომი.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი.

 

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

გთხოვთ, ნახატები გამოაგზავნოთ დასკანერებული სახით, ელექტრონულ ფოსტაზე - adamianisuflebebi@mia.gov.ge.

 

ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების გამოგზავნა ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა №10 (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი). ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, ნამუშევრების მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 ივნისისა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ნახატის ორიგინალი ვერსიის გადმოგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner