„ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. აბაშიძე „კრიმინალ ექს-პრეზიდენტს“ ურჩევს, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდეს „სამიტებისა! და „მთავრობის სხდომების“ გამართვით.
„ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება. ახლა აღარ „კვდება“ და აღარ „ხმება“ ეს ბოროტი ქოსატყუილა? კრიმინალო ექს-პრეზიდენტო, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია, კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდე „სამიტებისა“ და „მთავრობის სხდომების“ გამართვით. აგყვებიან მნახველი ნაცსექტანტები“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.