ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელის სარეკლამო რგოლს ვუსმინე. მე მგონი ტექსტი კიპლინგის დაწერილია: мы с тобой одной крови! იძახის ეს პატარა ტურიკო და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ჰპირდება ხალხს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე აპელირება საარჩევნო დაპირებებში ყველაზე მდაბალი საქციელია. ეს მუშა პროცესი უნდა იყოს და არა საარჩევნო პროგრამის ნაწილი.
კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ინტელექტის ძალიან დაბალი დონეა როგორც ამ პარტიაში, ასევე სარეკლამო ბიზნესში!"