სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის დარბაზიდან გათავისუფლდა და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 2 ივნისს დააკავეს.