logo_geo
eng_logo
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა
- +

3 ივნისი. 2023. 00:33

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პასუხი, თუ როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინა ნატოსგან პასუხს 14 წლის განმავლობაში ელოდებოდა.

უკრაინა ნატოსგან პასუხს 14 წლის განმავლობაში ელოდებოდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ უკრაინაში რუსეთის ორი შეჭრის მომსწრენი გავხდით. დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner