ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:20 საათზე ქალაქ ბალასორის მახლობლად მოხდა.
სამგზავრო მატარებლის სულ მცირე 10 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულების ლიანდაგებზე დაეცა, სადაც ვაგონებს კიდევ ერთი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.