logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

3 ივნისი. 2023. 12:30

 

 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიშ დაავადებებისა და პარაზიტოლოგიის კვლევის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. სტუმრებმა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მზად არის საერთაშორისო დონის კვლევების საფუძველზე გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლებთან", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner