logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ყველანაირად გაკოტრებული, უსამშობლო მონები ვერაფერს აღწევენ, ხალხს არ უყვართ და იაფფასიანი პერფორმანსებით უნდათ ყურადღების მიქცევა
- +

3 ივნისი. 2023. 12:47

 

 

“ძალიან დაბალი აზროვნების, შეგნებისა და ნული ინტელექტის მქონე ხელმოცარულების ხელწერაა, როდესაც ვერაფერს ვერ აღწევენ და გინებაზე, წყევლაზე და შეურაცხყოფაზე გადადიან“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყველანაირად გაკოტრებული, უსამშობლო მონები ვერაფერს ვერ აღწევენ და იაფფასიანი პერფორმანსებით უნდათ ყურადღების მიქცევა.

 

„ძალიან დაბალი აზროვნების, შეგნებისა და ნული ინტელექტის მქონე ხელმოცარულების ხელწერაა, როდესაც ვერაფერს ვერ აღწევენ და გინებაზე, წყევლაზე და შეურაცხყოფაზე გადადიან. საერთოდ, ზნედაცემულები სწორედ ასე იქცევიან, სახელებს უზრდელობასთან „შეაზავებენ“ მერე ქირქილით ამ ყველაფერს ერთმანეთში იმეორებენ და თვითდაკმაყოფილებით ტკბებიან. იცით ვის ჰგვანან, აი მასწავლებელს ან პოლიციელს ზურგს უკან, რომ ენას უყოფენ, ან ფანჯრიდან, რომ რაღაცას მოგაყვირებენ და თუ მინაზე მიუკაკუნებ „დედიკოს“ ან „ბებიკოს“, რომ გამოგიყვანენ... ეს მართლა ყველანაირად გაკოტრებული, უსამშობლო მონები, ვერაფერს ვერ აღწევენ, ხალხს არ უყვართ, გულზე გასივებულები კი ქართულს, ეკლესიურს, ტრადიციულს, კულტურულს, წარმატებულს ვერ იტანენ და იაფფასიანი პერფორმანსებით უნდათ ყურადღების მიქცევა. აბა, რამე უთხარი, სასწრაფოდ ტირილ-წივილით გარბიან თავის უცხოელ „დედიკო-დედინაცვლებთან,“ „ამან ასე მითხრა, ამან ასე მიქნას“ ძახილით...როგორც ჩანს ერთ საპირფარეშოზე, მარტო ერთის პორტრეტის დაკიდება არ კმარა, ესენი დიდ სურათების გამოფენას მოწყობას ითხოვენ.“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner