logo_geo
eng_logo
სანდრას სიამოვნებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხები და ნიჟარაძის მამის შოკოლადის ქარხანა...
- +

3 სექტემბერი. 2016. 22:38

 


გაზეთი „ასავალ-დასავალი" სახელმწიფო კანცელარიის ყოფილ უფროსთან, პეტრე მამრაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მამრაძე სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას ეხმაურება.



"ამ ქალბატონს ხალხმა არ უნდა მისცეს ხმა, ბევრჯერ იცრუა და სააკაშვილის რეჟიმის შესახებ არცერთხელ არ უთქვამს სიმართლე.

 

უცხოურ პრესაში ამბობდა, სტალინი და ბერია ქართველები არიან და საქართველოს დიახაც ძლიერი ხელი სჭირდებოდაო", - ამ სიტყვებით იწყება მამრაძის საგაზეთო ინტერვიუ.


სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე სანდრას სიამოვნებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებზე ამახვილებს ყურადღებას, პეტრე მამრაძე იმ ვილის ისტორიას იხსენებს, რომელიც სააკაშვილმა სანდრას მორიგი შერიგების შემდეგ აკრძალულ ტერტორიაზე აუშენა.


"სანდრას მშობლებს სააკაშვილმა სახლი ისეთ ადგილას უყიდა ჭოპორტთან, სადაც არათუ ცხოვრება, სიარულიც კი აკრძალულია. ვილა, რომელიც სანდრას ქმარმა აჩუქა, სააკაშვილის წასვლის შემდეგ დაანგრიეს", - მამრაძის ინფორმაციით, ის ადგილი, სადაც ვილა აშენდა, სამხედრო დანიშნულების ობიექტი იყო.


იგი ყურადღებას ამახვილებს ვილის ჯერ აშენებასა და შემდეგ დანგრევაში დახარჯულ თანხებზე. სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სანდრას სახით აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და მისი სახით ყოფილი პრეზიდენტი იყრის კენჭს.


პეტრე მამრაძე ვარაუდობს, რომ სანდრა იძულებულია, „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთები შეასრულოს, რადგან, მისივე თქმით, სააკაშვილის გუნდში მასზე კომპრომატები არსებობს.


არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილსა და ადეიშვილს სანდრაზე კომპრომატები ჰქონდეთ, შესაძლოა, ამ ფაქტორების გამოა სანდრა სააკაშვილის მორჩილი, ისინი პოლიტიკური მეუღლეები არიან.

 

პეტრე მამრაძისთვის სარწმუნოა ისიც, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოქრუაშვილმა რამდენიმე წლის წინ გაახმაურა, ოქრუაშვილი ამბობდა, რომ დაგეგმილი იყო ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია, მანქანის აფეთქებით. მამრაძე ასევე საუბრობს პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელობაზე და თვლის, სააკაშვილის ჩარევის გარეშე პოლკოვნიკის მოკვლას ვერავინ გაბედავდა.

 

ჟურნალისტთან საუბრის დროს მამრაძე კიევში მოკლული ჟურნალისტის საქმესაც ეხმაურება, რომელიც აგვისტოს ომის ფაქტებს აშუქებდა.

 

იგი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის ლიკვიდაციისთვის სააკაშვილმა მოკავშირეები უკრაინაშიც იპოვა, რადგან იმ პერიოდში ხშირად ქვეყნდებოდა უკრაინულ პრესაში სტატიები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ომის დროს სააკაშვილმა კეზერაშვილთან ერთად იარაღის შეძენის დროს უკრაინიდან საკმაოდ ბევრი ფული იშოვა.

 

პეტრე მამრაძემ ისიც გაიხსენა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მომღერალ სოფო ნიჟარაძის მამას შოკოლადის ფაბრიკა აჩუქა.

 

სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი სამეგრელოში სანდრას გამარჯვებას გამორიცხავს, იგი თვლის, რომ რამდენიმე ნასწავლი მეგრული სიტყვა ყოფილ პირველ ლედის არჩევნებს ვერ მოაგებინებს:

 

"მეგრულად რამდენიმე სიტყვის თქმა, წამღერება და ღიმილი არ უნდა ფარავდესნაცების" შემზარავ ნამოქმედარს", - ამბობს მამრაძე.


მიხეილ სააკაშვილს კი "პათოლოგიურ ლაჩარს" უწოდებს და მის ქვეყანაში ჩამოსვლას გამორიცხავს, რადგან, როგორც მამრაძე ამბობს, სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ მაშინ ჩამოვა, როცა აეროპორტში 300 000 ადამიანი დახვდება "მიშას" ძახილით. ეს კი, მამრაძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში აღარ განმეორდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner