აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა.
„ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა, ასევე ჩატარდა ველო-მარათონი.
ამასთან, ტურისტებისთვის მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული ღონისძიება. გაიმართება კონცერტებიც.