logo_geo
eng_logo
სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და „ომის წამქეზებელი“ უწოდეს
- +

3 ივნისი. 2023. 21:04

 

სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა გერმანიის კანცლერს სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

ინციდენტი ბერლინთან ახლოს მოხდა. ოლაფ შოლცის გამოსვლის დროს აქციის მონაწილეები ლოზუნგებით „ომის წამქეზებელი“ და „მშვიდობა იარაღის გარეშე“ სკანდირებდნენ.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ ომის ერთადერთი წამქეზებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია და მათ „რომ რამე გრძნობა ჰქონდეთ“, ისინი პუტინს შეხვდებოდნენ ყვირილით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner