logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე შოლცის ინიციატივაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დააყენეს საკითხი, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება საჭიროა, ისინი ელოდებიან 36-წევრიან ევროკავშირს, რომელშიც საქართველოც მოიაზრება
- +

3 ივნისი. 2023. 22:02

 

ეს ახალი ინიციატივა არ არის. ამაზე გერმანელები დიდი ხანია საუბრობენ და შეიძლება მათ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია, რომ ეს შემოდგომისთვის მოხდეს, რადგან ამას ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება და ასევე სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ინიციატივას გამოეხმიურა.

ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც დააყენეს საკითხი ახლა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება საჭიროა, ისინი ელოდებიან არა 27-წევრიან ევროკავშირს, არამედ 36-წევრიან, რომელშიც ასევე საქართველო მოიაზრება. შესაბამისად, ისინი ამბობენ, რომ 36 წვერი ქვეყნის ერთ პოზიციაზე დადგომა ძალიან რთული იქნება და ეს მომავალში ევროკავშირისთვის გაართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამიტომ ურჩევნიათ, რომ გადავიდნენ კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე, მაგრამ ეს შემოდგომისთვის არ იქნება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner