logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: კანონმდებლობა მწვანე შუქს უნთებს გაუნათლებელ ხეპრეებს...
- +

3 სექტემბერი. 2016. 23:14


 

ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:


 

„მასწავლებლები ხომ აბარებენ ტესტებს?!

 

ამ პარტიებს რომ ჩავუტაროთ ტესტები, ხომ ყველამ ვიცით, რომ მათი წევრების დიდი უმრავლესობა მინიმალურ შედეგსაც ვერ აჩვენებს ვერც ერთ საგანში თუ სფეროში. არსებული კანონმდებლობა მწვანე შუქს უნთებს წერა-კითხვის უცოდინარ, სრულიად გაუნათლებელ ხეპრეებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ფსიქიური პრობლემებიც აქვთ (განდიდების მანია).

 

ასეთი ფორმალური მრავალპარტიულობა დემოკრატიას კი არ უწყობს ხელს, არამედ ანაგვიანებს პოლიტიკურ ველს და მოქალაქეს ხელს უშლის მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

 

რა უბედურებაა არჩევნებში მონაწილე ამდენი პარტია, რაღაცნაირი გაცხრილვა ხომ უნდა იყოს, არჩევნებია თუ ლოტო?! ლოტოს თამაშის დროს იყო, ციფრს თუ დროზე ვერ იტყოდი, გაივლიდი!

 

ხომ არის ჩაწიკწიკებული ქეთოს მზითვის სიასავით?

 

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად - 2

ჯონდი ბაღათურია ქართული დასი - 4

უსუფაშვილი - რესპუბლიკელები - 6

თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 7

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - 9

ლეიბორისტული პარტია - 10

სახალხო ხელისუფლება - 11

საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური - 12

ევროპელი დემოკრატები - 13

საქართველო მშვიდობისათვის -14

მშრომელთა სოციალისტური პარტია - 15

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია - 16

საქართველო - 17

ქართული იდეა - 18

თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო - 19

საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია - 20

საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია - 21

მერაბ კოსტავას საზოგადოება - 22

ჩვენები სახალხო პარტია - 23

გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო - 24

მემარცხენე ალიანსი - 25

ეროვნული ფორუმი - 26

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები - 27

ზვიადის გზა უფლის სახელით - 28

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) - 29

ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი - 30

პარტიები, რომლებსაც საარჩევნო ნომრები უკვე ჰქონდათ:

პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის - 1

ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა - 3

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 5

დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 8

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო - 41"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner