logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში
- +

4 ივნისი. 2023. 00:58

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში. მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნავს პრემიერი.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner