logo_geo
eng_logo
საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
- +

4 ივნისი. 2023. 11:02

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი, ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა. 61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

 

საველე წვრთნა დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა. საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner