logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ სამკურნალო ტურიზმი განავითაროს...
- +

3 სექტემბერი. 2016. 23:53

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და ტურისტულ ვიტარებას აფასებს.


ქადაგიის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მსვლის შემდგომ ორივე მიმართულებით საგრძნობი წინსვლა შეინიშნება, თუმცა კვლავ რცება კურორტები, რომლებიც აუთვისებელია.



„დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა

 

მონაცემთა ანალიზის დროს აშკარად ჩანს ტურიზმის სფეროს განვითარება და უცხოელ ვიზიტირთა ზრდის ტენდენცია.  საქართველო ეტაპობრივად იმკვიდრებს თავს და ხდება სერიოზული მოთამაშე მსოფილიო ტურისტულ ბაზარზე,  ეს რა თქმა უნდა, მოქმედი ხელისუფლების დიდი მიღწევა გახლავთ.

 

2016 წლის პირველ 8 თვეში  საქართველომ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, ეს ციფრი მომავალში კიდევ შიცვლება და შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდება.  ასევე საინტერესო და სასიხარულოა  ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა. საქართველოს გამართული ინფრასტრუქტურა პირდაპირ პროპორციულად აისახება ტურისტთა რაოდენობაზე, როგორც კი  მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, შედეგმაც არ დააყოვნა და გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა, ასევე გაიზარდა  შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში და  2015 წელს თითქმის ორი მილიარდი დოლარი შეადგინა.  ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის განვითრების კუთხით მთავრობა სწორი მიმართულებით მუშაობს, ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომსახურების სფეროს,  ტურისტულ გამოფენებს, ჩვენი ქვეყნის რეკლამირებას უცხოეთში, უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის მედია ტურების მოწყობას და ა.შ.  მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ტურიზმის ერთი ისეთი მიმართულება, რომლის განვითრების დიდი პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და მას ვერ ვიყენებთ, ეს გახლავთ სამედიცინო (სამკურნალო) ტურიზმი. გვსურს რეკომენდაციით მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა უახლოეს მომავალში განხილულ იქნას აღნიშნული საკითხი და ჩვენს ქვეყანაში  მოხდეს სამედიცინო ტურიზმის განვითრება.

 

ზოგადად ტურიზმმა მსოფლიოში თავისი თავი ამოწურა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია  ყოველწლიურად მხოლოდ 2-3% იზრდება, ამ დროს კი მსოფლიოში სამედიცნო ტურიზმის ზრდა ყოველწლიურად 25-30%-ს შეადგენს. საქართველოში კი  მისი წილი ქვეყნის ტურიზმის მთლიან ინდუსტრიაში მხოლოდ 2-3%- შეადგენს. დამეთანხმებით, რომ სამედიცინო ტურიზმის წილი  საქართველოს, საერთო ტურიზმის ინდუსტრიაში მიზერულია, ჩვენს ქვეყანას სათანადო მუშაობის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაზარდოს იმ ტურისტთა რაოდენობა, რომელიც სამედიცინო ტურიზმით ისარგებლებს.  ეს ნიშნავს დამატებით ასეული მილიონის შემოსავალს ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტად  გამართულ ინფრასტრუქტურას და რაც მთავარია, აღნიშნული დარგის განვითრება ჩვენს ქვეყანაში შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს.

 

საქართველოს აქვს რამდენიმე გამორჩეული კურორტი რომელსაც დიდი პოტენციალი გაჩნია: წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, წაღვერი, შოვი, ბაკურიანი, ნაბეღლავი და ა.შ. კურორტთა ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. სამედიცინო ტურიზმის და  საკურორტო რაიონების განვითარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსახლეობის მიგრაციას და გაზრდის შემოსავალს, როგორც მოსახლეობაში ასევე ადგილობრივ თვითმართველობაში. სახელწიფოს შეუძლია, იმ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესდებიან სამედიცინო ტურიზმის განვითრებით შესთავაზოს საგადასახადო შეღავათები, ასევე სიმბოლურ ფასად გადასცეს სახელწიფოს საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება და ა.შ.

 

ჩვენს ქვეყანას საკუთარი მდებარეობა აძლევს შესაძლებლობას, რომ განავითაროს სამკურნალო ტურიზმი და ამ კუთხით  გახდეს მსოფლიოს  ერთ ერთი წამყვანი ქვეყანა.  კარგი იქნება თუ ჩვენი სახელწიფო  ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და უცხოელებში  უფრო მეტად მოთხოვნადს გავხდით ჩვენს ქვეყანას, ამით მნიშვნელოვნად დავაჩქარებთ ქვეყნის განვიტრებას ეკონომიკურ წინსვლაც, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მცხოვრებლის ყოვედღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება."- აღნიშნავს ქადაგიძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner