კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ოპერაციების ოფიცრებისთვის გაერთიანებული კურსი ამერიკელმა და ბრიტანელმა მენტორებმა ჩაატარეს. 4-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
კურსის მიზანს საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული ელემენტების შესწავლა, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და დაგეგმვის პერსპექტივების შემუშავება წარმოადგენდა.