ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ზურაბ გელიტაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე ეწყობა ეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები, ნარჩენი ურნის ჯიბეები, რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და საგზაო ნიშნები.
„წერეთლის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და დღემდე მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე სამუშაოები რათა მოსახლეობამ გადაადგილება მალე კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეძლოს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.