logo_geo
eng_logo
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში, საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
- +

4 ივნისი. 2023. 20:02

 

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში, საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

 

მესხეთის თეატრი მაყურებლის წინაშე 7 ივნისს წარდგება სპექტაკლით: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. სპექტაკლის რეჟისორია რადუ გილასია, პიესის ავტორი - დიმიტრი დინევი. მასში მონაწილეობენ: ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია, მალხაზ შაყულაშვილი. მხატვრები ი არიან: კატარინ ტერზიუ, ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი.

 

ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რუმინეთის ამავე სახელწოდების ქალაქში, წელს მერვედ იმართება. მასში მონაწილეობენ თეატრები რუმინეთიდან, იაპონიიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და პოლონეთიდან. გამოვლინდებიან გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში. მათ შორის დასახელდება:

 

საუკეთესო სპექტაკლი

 

საუკეთესო რეჟისორი

 

საუკეთესო სცენოგრაფი

 

საუკეთესო კაცი მსახიობი

 

საუკეთესო ქალი მსახიობი

 

ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვანთათვის სივრცის გახსნა, დრამატული შემოქმედების მხარდაჭერა, ასპარეზის მიცემა რუმინული და უცხოური თეატრებისთვის. ასევე რუმინელ და უცხოელ მსახიობებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური იდეების წახალისება.

 

რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 1 ივნისს გაიხსნა და 11 ივნისს დაიხურება. ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, პირველად, 2013 წელს ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner