logo_geo
eng_logo
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
- +

4 ივნისი. 2023. 20:52

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

 

ამასთან, სახაჭაპურეს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner